
"მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსის კიდევ ერთი სიმპტომი ფილტვების ანთება აქვს",- ამის შესახებ report.ge-ს "ლელოს" პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ფილტვების ანთებისა და ტემპერატურის მიუხედავად თავს კარგად გრძნობს და აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში.
" ანთება აქვს ფილტვის, პერიოდულად ტემპერატურა, როგორც თანმდევი მახასიათებელი, მაგრამ თავს გრძნობს, მხნედ და ჩართულია დისტანციურად "ლელოს" საარჩევნო კამპანიაში. კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, სადაც აქამდე იყო "ბოჭორიშვილის" სახელობის კლინიკაში ექიმების დაკვირვების ქვეშ",- განუცხადეს report.ge-ს "ლელოს" პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი 18 ოქტომბერს დაუდასტურდა. პოლიტიკოსი მკურნალობის კურსს "ვახტანგ ბოჭორიშვილის" სახელობის კლინიკაში გადის.
თავდაპირველად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის კორონავირუსით, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ფოტოს გადაღების დროს დაინფიცირდა.
სალომე კაპანაძე
ავტორი