თავში

როგორია მარნეულში დაშავებული პირების მდგომარეობა

როგორია მარნეულში დაშავებული პირების მდგომარეობა
როგორია მარნეულში დაშავებული პირების მდგომარეობა

მარნეულში ინციდენტის დროს დაშავებული ორი პირი მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში იმყოფება. 

კლინიკის ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, მესამე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

"ერთს აღენიშნება ჰაიმორის წინამედიალური კედლის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. მეორე პაციენტს ტრავმული დაზიანებები არ აქვს, გამოხატულია ზედაპირული დაზიანებები სახის არეში. რჩებიან ამაღამ მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მესამე პაციენტი სტაბილურ მდომარეობაში გაეწერა კლინიკიდან," – განაცხადა ლიკა მემანიშვილმა.

მარნეულში მთავარი არხის დაშავებული ჟურნალისტი ჯეიხუნ მუჰამედალი თბილისში კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. მას კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, დღეს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავს დაესხნენ.

ასევე, მარნეულში თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ოპერატორს

მარნეულში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე, დაწყებულია გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system