თავში

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ გადაიყვანეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"მიხეილ სააკაშვილი რუსთავი დაწესებულებაშია. უსაფრთხოების მოტივებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ასე ხდება ზოგადად.

პენიტენციალურ დაწესებულებაში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ყველა პირობა არის დაკმაყოფილებული. სავალდებულო პროცედურები მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, მათ შორის არის სამედიცინო შემოწმება. 

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული წესებით ყველა უფლება იქნება დაცული, რომელიც გააჩნია საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირს.

ამ ეტაპზე რაიმე სახის ჩივილები მას არ გამოუხატავს, დანარჩენი კი უკვე არის პერსონალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს"- აცხადებს რატი ბრეგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system