თავში

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ექიმ ელენე გიორგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კრიტიკული რეჟიმი გავლილია.

მისივე თქმით, კვებასთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ ყოფილა.

"დინამიკა ისევ გვაქვს დადებითი. ძალიან კარგი ამბავია, რომ საერთო ცილა არის უკვე 61 და ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, ანუ საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. რა თქმა უნდა, ყოველდღე იმის მიხედვით, რაც გვჭირდება, დამატებით ვიძახებთ ექიმებს. დღეს გასინჯული იყო თვალის ექიმის მიერ. მკურნალობა არ ესაჭიროება", – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შიმშილობის 50 დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system