თავში

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა ქალის ქმარი ამბობს, რომ მისი მეუღლე მძიმედ არის დაშავებული და კონტაქტური არ არის. 

რამაზ დვალაძე ახლა მისი მცირეწლოვანი ბავშვების ნანგრევებიდან ამოყვანას ელოდება.

"ძალიან შეუძლოდაა, დამტვრეულია. ღმერთის წყალობით ცოცხალია. ახლა ბავშვებსაც გამოვიყვანთ, ღმერთით. ბავშვების ხმა თითქოს ისმისო, მაგრამ მე არაფერი ვიცი. მეუღლე კონტაქტური ჯერჯერობით არ არის," -  თქვა მან. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით კი, დაშავებული ქალი კონტაქტურია და მას ამ წუთებში კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი დეტლი გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უკვე გადაიყვანა კლინიკაში.

სამაშველო ოპერაციის დროს, ქალის და მისი მცირეწლოვანი შვილების ხმა ისმოდა. ბავშვების მამის ინფორმაციით, ბავშვებთან ერთად ნანგრევებში მოყოლილია მისი ძმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system