თავში

როგორია ომიკრონით ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

როგორია ომიკრონით ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში
როგორია ომიკრონით ინფიცირებულთა მდგომარეობა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, "ომიკრონის" 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მისი თქმით, 4 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა თანმხლებ დაავადებებს უკავშირდება.

"144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, სხვა თანმხლები დაავადების გამო. თითქმის ყველა შემთხვევა მსუბუქია, "ომიკრონით" ინფიცირებულთაგან 12 არის არასრულწლოვანი. საშუალო ასაკი 144 ინფიცირებულში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხოელი. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system