თავში

როგორია პაციენტების მდგომარეობა ბოჭორიშვილის კლინიკაში

როგორია პაციენტების მდგომარეობა ბოჭორიშვილის კლინიკაში
როგორია პაციენტების მდგომარეობა ბოჭორიშვილის კლინიკაში

კლინიკას დღეს Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არც ახალი პაციენტი მიუღია და არც გამოჯანმრთელებული პაციენტი გაუწერია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტი იმყოფება. 

"კორონავირუსის დიაგნოზის მქონე არის 32 პაციენტი. არ გვყავს ახალი შემთხვევა. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 11. ბავშვების მდგომარეობა მსუბუქია. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიმდინარეობს მკურნალობა და გამოკვლევები. ჩვენს კლინიკაში პირველივე დღიდან შემოვიდა ბავშვი, პირველივე კლასტერი როცა შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, იქ იყო მოზარდი და ამ დროიდან მოყოლებული ვმკურნალობთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათი მდგომარეობა ყოველთვის იყო მსუბუქი,"- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებს კლინიკაში, ყველაზე ხანგრძლივად, დაახლოებით 42-43 დღის განმავლობაშიც მკურნალობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 738-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან კიდევ 16 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა რაოდენობა 573-ს შეადგენს. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system