თავში

როგორია პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაბუნიას განმარტება

როგორია პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაბუნიას განმარტება
როგორია პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გაბუნიას განმარტება

პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის რა თქმა უნდა ყველა შესაფერის მკურნალობას ჩაიტარებს, რაც ამ შემთხვევაში ტარდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

გაბუნიას თქმით, ამ დროისათვის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

"უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის რა თქმა უნდა ყველა შესაფერის მკურნალობას ჩაიტარებს, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. ამ დროისათვის მისი მკურნალობა მიმდინარეობს თვითიზოლაციაში", - განაცხადა გაბუნიამ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, გეგმური ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system