თავში

როგორია რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა

როგორია რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა
როგორია რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება. 

მისივე ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავს. ჯამში კლინიკაში 44 ინფიცირებული მკურნალობს. 

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულ პირებს შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ მარნეულიდან შეიყვანეს. ასევე საყურადღებოა კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 61 პაციენტია. აქედან 44 არის კოვიდდადასტურებული. ამ პაციენტებიდან ხუთი დღეს დატოვებს კლინიკას, რადგან ორი ტესტი ზედიზედ ნეგატიური მოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მარზთვთ სუნთქვაზეა. ეს არის პირველი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს ჩვენ. რეანიმაციაშია, რა თქმა უნდა. გადმოიყვანეს მარნეულიდან. ასაკოვანი პაციენტია, აქვს პნევმონია ორმხრივი. ასევე გვყავს სამი კოვიდიინფიცირებული პაციენტი, რომელიც ძალიან საყურადღებოა, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რეტესტირება კიდევ ჩაუტარდება რამდენიმე პაციენტს და ვნახოთ, როგორი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 317 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4769 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system