თავში

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია

რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა. 

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გუშინდელთან შედარებით, დღეს უფრო სუსტად იყო.

"დღეს უფრო სუსტად იყო, ვიდრე გუშინ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ გაუკეთდება ტესტები. რაც ადრე გაუკეთდა, გავიმეორებთ. ვაპირებთ ტესტების გაკეთებას ხვალ და შემდეგ ანალიზებს. ახლა უკვე ორი კომისია გვაქვს, ერთი წინა კომისია და ახალი არის ალტერნატიული, შემდეგ ალბათ ყველას მოვიწვევთ ერთად და გავაკეთებთ დასკვნას. 

დასუსტებული იყო. წნევის თამაში იყო, პულსი იყო სხვადასხვანაირი. მე კი მოვითხოვ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ კონსილიუმი გადაწყვეტს. შიმშილობს. ციხის ექიმებთან ერთად ვთხოვეთ პრეზიდენტს, რომ ერთი ტესტი კიდევ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ არ მოგვწონს ჩვენ მდგომარეობა და ისიც დათანხმდა",- თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 33-ე დღეა შიმშილობს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system