თავში

როგორია საქართველოში აივ ინფიცირების სტატისტიკა - უახლესი მონაცემები

როგორია საქართველოში აივ ინფიცირების სტატისტიკა - უახლესი მონაცემები
როგორია საქართველოში აივ ინფიცირების სტატისტიკა - უახლესი მონაცემები

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შარშან შესაბამის პერიოდში 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8980 აივ ინფიცირებული პირი. 6709 – მამაკაცია, 2271 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1862 გარდაიცვალა.

16 აგვისტოს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5629 (4998 + 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 (35 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 35.4 % (3180) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.9 % (4481) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.4 % (1115) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (113) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.5 % (50) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3367 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1212; შემდეგ იმერეთში 1079; აჭარაში 1023; კახეთში (449) ქვემო ქართლში (515); შიდა ქართლში (337); გურიაში (190); სამცხე-ჯავახეთში (122) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system