თავში

როგორია საქართველოს ეპიდვითარება - ეზუგბაიას განმარტება

როგორია საქართველოს ეპიდვითარება - ეზუგბაიას განმარტება
როგორია საქართველოს ეპიდვითარება - ეზუგბაიას განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია, 1 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1-ის წყარო კი გაჩიანია.

მისივე განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 41 ინფიცირებული მკურნალობს, 2 მძიმე პაციენტის შემთხვევაში დღეს მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება, დანარჩენ შემთხვევაში კი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

„დაგვემატა 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ამ ეტაპზე ქვეყანაში 1137 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და გვყავს 922 გამოჯანმრთელებული. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1137 გახდა. COVID-19 კიდევ 2-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 922-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system