თავში

როგორია შატილის ავარიისას გადარჩენილების მდგომარეობა

როგორია შატილის ავარიისას გადარჩენილების მდგომარეობა

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ Report.ge-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა სამივე პაციენტი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.

"მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თავს უკეთ გრძნობენ, იცით, რომ მართვით სუნთქვაზე უკვე დაახლოებით 10 დღეა, არცერთი მათგანი აღარ იმყოფება. ერთის მდგომარეობა, დანარჩენ ორთან შედარებით, მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ნელი, მაგრამ მაინც პროგრესი გვაქვს გამოჯანმრთელების გზაზე. გაწერაზე, ამ ეტაპზე, საუბარი ნაადრევია" - განაცხადა ტურძელაძემ. 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლი, თა­მარ არ­ღვლი­ა­ნი და ნატა თხე­ლი­ძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კაში მკურნალობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system