თავში

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თენგიც ცერცვაძემ კორონავირუსი, თითქმის, დაამარცხა, - ამის შესახებ Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მათივე თქმით, თენგის ცერცვაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, "რემდესივირის" რამდენიმე გადასხმა გაიკეთა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა სახლში განაგრძობს მკურნალობას. 

"თენგიზ ცერცვაძე უკვე სახლშია, ის კლინიკიდან შაბათს გაეწერა და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის, დაამარცხა კორონავირუსი. როგორც კი ფორმაში ჩადგება ის სამსახურს დაუბრუნდება. ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, თენგის ცერცვაძემ, "რემდესივირის" რამდენიმე გადასხმა გაიკეთა. ეს პრეპარატი საქართველოში ჯერ არ არის და მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს. ამ ეტაპისთვის ის სახლში იმყოფება და იქ მიმდინარეობს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა", -განუცხადეს Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა

კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს ანა თოფურიასაც.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 ნოემბერს გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system