თავში

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისის ინფექციური პათლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა report.ge-ს განუცხადა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელი რჩება. მას განმეორებითი კვლევები,  სავარაუდოდ, ორშაბათს ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა მის მეუღლეს ანა თოფურიასაც.

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა 19 ნოემბერს გაუარესდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system