თავში

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

19, მაისს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. 20 და 21 მაისს კი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ელოდებიან.  ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +10°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +33° სითბო იქნება.

19 მაისს წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, 20 და 21 მაისი აქაც უნალექოდ ჩაივლის. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +5°იქნება, ხოლო დღისით ჰაერის აქაც +33°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19 და 20 მაისს მცირე წვიმას ელოდებიან, შესაძლებელია სეტყვა. 21 მაისი უნალექოდ ჩაივლის. 19-21 მაისის ჩათვლით, ღამით მინიმალური ტემპერატურა +10° ხოლო დღისით +32° გრადუსამდე დაფიქსირდება.

19-20 მაისს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. 21 მაისს აღმოსავლეთის მთებშიც უნალექო ამინდი ივარაუდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +4°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +30° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19 მაისს მცირე წვიმას ელოდებიან, ხოლო 20 -21 მაისის დღეები უნალექოდ ჩაივლის. სამდღიან მონაკვეთში, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +12° იქნება, დღისით კი მაქსიმალური ნიშნული +31°-ს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system