თავში

როგორია ვითარება ახალქალაქში - შს მინისტრის მოადგილის განცხადება

როგორია ვითარება ახალქალაქში - შს მინისტრის მოადგილის განცხადება
როგორია ვითარება ახალქალაქში - შს მინისტრის მოადგილის განცხადება

"გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.

მისივე განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

"ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - განაცხადა ბორცხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარებები და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system