თავში

როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა
როგორია ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ძმის ჯანმრთელობის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ცოტნეს მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას განკურნების პროცესი წინ მიდის და მისი გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი კეთდება.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია რეაბილიტაციის კურსს, გერმანიაში, ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში გადის.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მიმდინარე წლის 11 სექტემბერს კი, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე ყუფარაძეს 4 წლით, ხოლო, კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა, რის შემდეგაც თურქეთში გადაიყვანეს და გერმანიაში გამგზავრებამდე იქ მკურნალობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system