თავში

როგორია ქობულეთში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ქობულეთში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია ქობულეთში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ქობულეთში, მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ კლინიკა DMS-ის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ემზარ დიასამიძის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას 33 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

"4 ოქტომბერს სამშენებლო ობიექტიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 33 წლის მამაკაცი მრავლობითი ტრამვით: გულ-მკერდის დაბეჟილობა, ნეკნების მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრამვა, მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობა, რეტრორონიური ჰემატომა, წელის მალების მოტეხილობა. პაციენტს სასწრაფო წესით ჩაუტარდა ოპერაცია ლაპარატომია დაზიანებული ორგანოების გაკერვა, მათ შორის ელენთის, ღვიძლის გაკერვა, მუცლის ღრუს ანაცია დრენირება. პაციენტი გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის პალატაში ოპერაციის შემდგომ. დღეისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა ემზარ დიასამიძემ tv25-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ქობულეთში მშენებლობაზე ამწემ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ვარდნა დაიწყო, რა დროსაც, ამწეზე მყოფი პირი გადმოხტა და დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system