თავში

როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია "მთავარი არხის" ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია მთავარი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მთავარი არხის" ცნობით, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს.

ადგილზე ჩავიდა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. 

როგორც ნიკა გვარამიამ ოპერატორის მონახულების შემდეგ განაცხადა, ლევან აბლოთიას ბენჯ-მარძაყის მოტეხილობა აქვს. 

"ძალიან მძიმე მდგომარეობა საბედნიეროდ არ არის. როგორც ექიმები მეუბნებიან, აქ არ არის სამწუხაროდ მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ამას გადაიღებს, მაგრამ რა ხარისხიც აქ არის, ამის შედეგად დადგინდა, რომ არის მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. არის თუ არა ტვინის შერყევა და მუცლის ღრუში რამე, ესეც უნდა გადამოწმდეს უფრო ზუსტი ტექნოლოგიებით", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დაშავებულ ოპერატორს გამოსაკვლევად თბილისში გადაიყვანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system