თავში

როგორია გოგი წულაიას მდგომარეობა

როგორია გოგი წულაიას მდგომარეობა
როგორია გოგი წულაიას მდგომარეობა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაიას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კლინიკა-ლჯ-ის კარდიოლოგმა ლევან ქარიზანიშვილმა განაცხადა.

ექიმის თქმით, შედგა ექიმთა კონსილიუმი და გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პაციენტს ოპერაცია არ ჩაუტარდება. 

,,ამ ეტაპზე სტაბილურად არის პაციენტი. შეიძლება ითქვას, რომ მის სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება. ოპერაციული მკურნალობის დროის შერჩევის მიზნით, დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და გადაწყდა, რომ ინფარქტის შემდგომ პერიოდში, მწვავე ფაზაში ოპერაციის ჩატარება არ ღირს. ერთი კვირის შემდეგ კვლავ შეიკრიბება ექიმების ჯგუფი და გადაწყდება მკურნალობის ტაქტიკა", - განაცხადა კარდიოლოგმა.

ცნობისთვის, 16 სექტემბერს გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system