თავში

როგორია "ბოლო ზარზე" დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

როგორია "ბოლო ზარზე" დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის კომენტარი
როგორია ბოლო ზარზე დაშავებულების მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონიას განცხადებით, ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდებს მოტეხილობები და მრავლობითი ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.

მისი თქმით, ისინი ამ დროისათვის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

"შემოყვანილია ოთხი ახალგაზრდა. ერთს აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მეორეს წელის მეხუთე მალის მოტეხილობა, მესამეს სხივის ძვლის მოტეხილობა. ოთხივესთან ვლინდება მრავლობითი ზედაპირული ტრავმები და ექსკორიაციები. იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და მკურნალობა", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, "ბოლო ზარზე" მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system