თავში

როგორია დაჭრილი ლევან თოფაძის მდგომარეობა

როგორია დაჭრილი ლევან თოფაძის მდგომარეობა
როგორია დაჭრილი ლევან თოფაძის მდგომარეობა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის მდგომარეობა დასტაბილურდა. 

მისივე თქმით, ახალგაზრდას ჭრილობები ფილტვისა და კისრის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

„ამ ეტაპზე ერთადერთი ინფორმაცია რაც გაგვაჩნია არის ის, რომ მისი ჯანმრთელობა ამ დროისთვის უკვე სტაბილურია, თუმცა იყო მძიმე. რა ვითარებაში დაჭრეს და საქმის სხვა გარემოებების შესახებ ამ მომენტისთვის ვიდრე დაზარალებულად არ გვცნობენ, ინფორმაცია არ გაგვაჩნია",- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ბუსა ჟვანია დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system