თავში

როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ NATO-სთან - დავით ზალკალიანი

როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ NATO-სთან - დავით ზალკალიანი
როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ NATO-სთან - დავით ზალკალიანი

როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს ისე ახლოს ვართ NATO-სთან - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა. ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ეს არის გამყარებული კონკრეტული შედეგებით. ამ შედეგებს ჩვენ მომავალში აუცილებლად განვავრცობთ და გავაკეთებთ ყველაფერს იმ ისთვის, რომ საქართველო იყოს მზად იმ მომენტისთვის, როდესაც NATO პოლიტიკურად ჩამოყალიბდება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებაზე. ჩვენ დღეს გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, მათ შორის, ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, NATO-საქართველოს კომისია, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. სწორედ ამ არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე ვმუშაობთ და ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვმუშაობთ NATO-სთან შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და თქვენ ხედავთ, რამდენი ჩვენი ნატოელი პარტნიორი შემოდის საქართველოს პორტებში. ეს კვლავაც გაგრძელდება. ჩვენ ერთად, გავაგრძელებთ წვრთნებს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ომს ველოდებით. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო იყოს მდგრადი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system