თავში

"როგორც ექიმმა მითხრა, თვალები გაახილა - უნდა გადარჩეს" - დავით ქაცარავა

"როგორც ექიმმა მითხრა, თვალები გაახილა - უნდა გადარჩეს" - დავით ქაცარავა
როგორც ექიმმა მითხრა, თვალები გაახილა - უნდა გადარჩეს - დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში გენადი ბესტაევის შესახებ წერს.

"ამ წუთას გამოვედი ქართულ-ჰოლანდიური კლინიკიდან, სადაც კვლავ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება გენადი ბესტაევი.

მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კომაშია, მაგრამ არა მედიკამენტოზურში.

როგორც ექიმმა მითხრა, ბესტაევმა თვალები გაახილა, მაგრამ მაინც იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

დღეს გამოვიტანე სამედიცინო ხარჯების კალკულაცია, რომელიც უახლოეს პერიოდში დასჭირდება გენადი ბესტაევის გადარჩენას და მან შეადგინა 7 275 ლარი.

15000 ლარიანი სადაზღვევო ლიმიტი მალე ამოიწურება.

ეს კალკულაცია უნდა შევიტანოთ გორის გამგეობაში და დაველოდოთ პასუხს - იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ამჯერად მაინც დაუდგება გვერდით ამ ადამიანს, რომელიც 2 წლის განმავლობაში მიგდებული ჰყავდა ცხინვალის ციხეში.

გენადი ბესტაევი უნდა გადარჩეს", - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system