თავში

როგორც გვპირდებიან რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი გააქტიურდება - ამირან გამყრელიძე

როგორც გვპირდებიან რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი გ
როგორც გვპირდებიან რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი გააქტიურდება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რთველის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა უფრო გააქტიურდეს. 

"მოგეხსენებათ, კახეთში ახლა რთველია. რთველი წარმატებით სრულდება და ყველას გვიხარია. მოგეხსენებათ, რომ კახური ყურძენი და კახური ღვინო საქართველოს პასპორტია საერთაშორისო არენაზე. ეს პროცესი სრულდება, როგორც მეუბნებიან ძალიან წარმატებით, დიდი მოსავალია. ვფიქრობ, რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო აქტიური იქნება, ასე გვპირდებიან ყველა შეხვედრაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system