
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,16% -ია, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ვრცელდება.
"20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.16%, ბოლო 14 დღეში - 4.26%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 4.13%", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი, ხოლო 1 135 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში ინფიცირების 335 769 შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად კი გარდაცვლილია 4 569 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 316 389 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში ეპიდემიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.