თავში

როდის გახდება ცნობილი რა რაოდენობის ვაქცინას გამოუყოფს აშშ საქართველოს

როდის გახდება ცნობილი რა რაოდენობის ვაქცინას გამოუყოფს აშშ საქართველოს
როდის გახდება ცნობილი რა რაოდენობის ვაქცინას გამოუყოფს აშშ საქართველოს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. 

საელჩოს ცნობით, საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

საქართველოსთვის გამოყოფილი კონკრეტული ვაქცინა და რაოდენობა გამოცხადდება, როგორც კი ადმინისტრაცია ლოგისტიკურ, სარეგულაციო და მსგავს საკითხებს გადაწყვეტს.

მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system