თავში

ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ
ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

7 მარტს, ქუთაისში დაკარგულ ნიდერლანდელ ტურისტს, 16 დღეა უშედეგოდ ეძებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მყვინთავთა ჯგუფი და სამართალდამცველები. ტურისტს ამ დროისთვის მდინარე რიონში ეძებენ.

23 წლის სიიმ ვიგერის მოსაძებნად საქართველოში, 2 კვირის წინ მისი ოჯახის წევრები და ნიდერლანდების პოლიციის ატაშე ჩამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ტურისტი მიმდინარე წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გაუჩინარდა. სიიმ ვიგერი, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა, ბოლოს ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში აღარ უნახავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system