თავში

რომელი ვაქცინა უნდა აღიაროს საქართველომ - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

რომელი ვაქცინა უნდა აღიაროს საქართველომ - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია
რომელი ვაქცინა უნდა აღიაროს საქართველომ - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია

გაეროს გენერალური მდივნის ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია ძალიან რთული პროცესია და მისი გამოყენება, მხოლოდ ჯანმოს რეკომენდაციის შემდეგ შეიძლება.

,,ვაქცინა არ არის სათამაშო, ეს ძალიან რთული პროცესია. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს რამხელა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ელემენტარულად, ტრანსპორტირება და მრავალი წვრილმანი. ჩვენ მხოლოდ ის ვაქცინა უნდა ვაღიაროთ, რომელიც რეკომენდებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამის ალტერნატივა არ არსებობს. ასევე, თუ ეს ვაქცინა იქნება დამტკიცებული, ჩვენ უნდა გავყვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლებს და არა სხვადასხვა ინდივიდუალური ქვეყნის პროტოკოლს, ვინაიდან, საქართველოს, როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე, ფინანსები რადიკალურად სხვაა", - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით საიმედო ცნობები გაჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system