თავში

რომელ ქალაქებში და რამდენი ხნით მოიხსნება შეზღუდვა ახალი წლის დღეებში

რომელ ქალაქებში და რამდენი ხნით მოიხსნება შეზღუდვა ახალი წლის დღეებში
რომელ ქალაქებში და რამდენი ხნით მოიხსნება შეზღუდვა ახალი წლის დღეებში

მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, 8 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში იხსნება ყველა სახის შეზღუდვა.

„შესაბამისად, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სავაჭრო მოლები, ეს ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ის ნორმები, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. სამწუხაროდ, მე მინდა ვთქვა და ეს არ არის საყვედური, ეს გვეხება ჩვენ ყველას, დღესაც, ქვეყანაში მოქმედებს ბევრი შეზღუდვა, რომელიც ან დაგვავიწყდა, ან არ ვასრულებთ, ამიტომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა დავალება, ისევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომ უმკაცრესად იყოს აღდგენილი და გაკონტროლებული ეს შეზღუდვები. ეს სწორედ ის კომპრომისია, რომელზეც მე ვსაუბრობდი, როდესაც ჩვენს ბალანსში, დამატებით, მესამე, პოლიტიკური კომპონენტი შემოვიდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტიც, მაგრამ შეზღუდვა, რომელიც დღეს არის გადაადგილებაზე, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, იქნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით. მინდა, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ამ ყველაფერს დეტალურად კიდევ განმარტავენ, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებაში იქნება განმარტებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system