თავში

რომელ ქვეყნებში უნდა მოვერიდოთ მოგზაურობას - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

რომელ ქვეყნებში უნდა მოვერიდოთ მოგზაურობას - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები
რომელ ქვეყნებში უნდა მოვერიდოთ მოგზაურობას - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები

თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ჩვენი მოსახლეობისთვის, მოვერიდოთ მგზავრობას, განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში,- ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"მოვერიდოთ მგზავრობას განსაკუთრებით დასენიანებულ ქვეყნებში, პირველ რიგში ეს გახლავთ: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია, კიდევ ჩამოთვლილი 38 ქვეყნა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არის ერთეული შემთხვევები და იქ არ იკრძალება. ზოგადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით არ იკრძალება მოგზაურობა, მაგრამ სიფრხილით ვეკიდებით და უნდა განვახორციელოთ პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,საქართველოს მოქალაქეა. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system