თავში

რომელ ორგანოებს აზიანებს კორონავირუსი - გამყრელიძე ახალ კვლევებზე საუბრობს

რომელ ორგანოებს აზიანებს კორონავირუსი - გამყრელიძე ახალ კვლევებზე საუბრობს
რომელ ორგანოებს აზიანებს კორონავირუსი - გამყრელიძე ახალ კვლევებზე საუბრობს

„გამოჩნდა კვლევები, რომელთა მიხედვითაც კორონავირუსი არა მარტო სასუნთი გზების სისტემას, არამედ სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი იმაზე უფრო სახიფათო ინფექცია აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ. 

„ის აზიანებს სისღლძარღვებს, ტვინს, იგივე გულის კუნთის ქსოვილს და ასე შემდეგ. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ჩვენთან ასეთი მნიშვნელოვანი გართულებები არ ყოფილა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ხანგრძლივ პერიოდში დაკვირვების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system