თავში

რომელ ვაქცინებს უწევს რეკომენდაციას ბიძინა კულუმბეგოვი

რომელ ვაქცინებს უწევს რეკომენდაციას ბიძინა კულუმბეგოვი
რომელ ვაქცინებს უწევს რეკომენდაციას ბიძინა კულუმბეგოვი

ნებისმიერ ვაქცინას ვუწევთ რეკომენდაციას. ყველა ვაქცინას, რომელიც ქვეყანაში არის და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ, შეუძია მთავარი ფუნქციის შესრულება, ადამიანის სიკვდილობის და მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირების ფუნქცია, - ამის შესახებ ექიმ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინბის საკმარისი რაოდენობაა და დეფიციტი არ შეიქმნება. 

„ადამიანები მეტი ნდობით Pfizer-ის მიმართ არიან განწყობილები, ამაში უჩვეულო არაფერია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება. ამის საფრთხე პრაქტიკულად არ არის და ახლა მთავარია არსებული ვაქცინები ავითვისოთ, მეორე დოზები გავიკეთოთ და უფრო ინტენსიური გახდეს ვაქცინაცია იმისთვის, რომ შემოდგომისთვის ახალი შემთხვევების მატებისგან მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული გვყავდეს, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system