თავში

რომელი ბაღები არ გაიხნსება დღეს

რომელი ბაღები არ გაიხნსება დღეს
რომელი ბაღები არ გაიხნსება დღეს

მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, აჭარის გარდა, საბავშვო ბაღები ფუნქციონირება დღეიდან განახლდა.

12 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი არ განლდება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე საბავშვო ბაღებში. დედაქალაქის მერის, კახა კალაძია განცხადებით, ეს სააღმზრდელო დაწესებულებები კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს წარმოადგენს.

მისივე თქმით დედაქალაქში არსებული სხვა ბაღები მზად არიან სამუშაოს დაწყებისთვის.

ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში. რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა.

ორშაბათს არის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად იქნება საუბარი არსებულ მდგომარეობაზე. თქვენ იცით, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, თუ რამე სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაზეც მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს რამე პრობლემა ექნება ვირუსთან დაკავშირებით, ინდივიდუალურად, წერტილოვნად მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system