თავში

რომელი ტესტი აჩვენებს "ომიკრონის" შტამს - ამირან გამყრელიძის განმარტება

რომელი ტესტი აჩვენებს "ომიკრონის" შტამს - ამირან გამყრელიძის განმარტებ
რომელი ტესტი აჩვენებს ომიკრონის შტამს - ამირან გამყრელიძის განმარტება

სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას და ვერ ანსხვავებს, კონკრეტულად რომელი შტამია,  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო სიტყვა მუტაციაზე გენუმის სეკვენსირებას ეკუთვნის. 

"ვერც ერთი სწრაფი ტესტი ვერ ანსხვავებს "ომიკრონია", "დელტაა", "ბეტაა", "ალფაა" თუ სხვა. სწრაფი ტესტი ადგენს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ არ არის ინფიცირებული. თუ "ომიკრონით" არის ინფიცირებული, სწრაფი ტესტი, რა თქმა უნდა, დაიჭერს და აჩვენებს, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ვერ აჩვენებს, რომ "ომიკრონით" არის ინფიცირებული. სწრაფი ტესტის შემდეგ, საჭიროა "პისიარი", რომელიც არის სხვადასხვა მუტაციაზე, საბოლოო სიტყვა აქვს გენუმის სეკვენირებას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system