თავში

რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში - გამყრელიძის განმარტება

რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში - გამყრელიძის განმარტება
რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში - გამყრელიძის განმარტება

"საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "კოვაქს" პლატფორმაზე განთავსებულ ყველა ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება.

"საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და აქ განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. როგორც კი „კოვაქსი“ დაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „კოვაქსზე“ არიან გაერთიანებული, ყველა ქვეყანას წლის განმავლობაში თანდათან მიაწვდის საჭირო ვაქცინების 20 პროცენტს. ჩვენთვის დათვლილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი, მილიონ 400 ათასი დოზა. ვიდრე ყველა ქვეყანას 20 პროცენტი არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი. როდესაც ვამბობ მოსახლეობას, მხედველობაში მაქვს 18 წელს ზემოთ მოსახლოება. ჯერჯერობით 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები ვაქცინაციისა. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, 60 პროცენტი უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system