თავში

რომელი ვაქცინაა საუკეთესო ასაკოვანი ადამიანებისთვის? - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა

რომელი ვაქცინაა საუკეთესო ასაკოვანი
რომელი ვაქცინაა საუკეთესო ასაკოვანი ადამიანებისთვის? - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევა

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ასაკოვანი ადამიანებისთვის AstraZeneca-ს ვაქცინა ყველაზე მისაღებია.

ექიმი განმარტავს, რომ თანამედროვე ვაქცინები შედარებით მაღალი რეაქტოგენულობით გამოირჩევიან, რაც გამოიხატება გვერდითი მოვლენებით. კულუმბეგოვის თქმით, AstraZeneca-ს ვაქცინა ამ კუთხით, ყველაზე უსაფრთხოა.

"ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ვაქცინები ტრადიციულ ვაქცინებთან შედარებით უფრო მაღალი რეაქტოგენულობით გამოირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გვერდითი მოვლენები, ისეთი როგორიცაა სიცხე, ტკივილი, თავის თუ კუნთის ტკივილი, უფრო ხშირად ახასიათებს. AstraZeneca-ს ვაქცინა სწორედ ის ვაქცინაა, რომელშიც 55-60 წლის ასაკის ზემოთ ასაკის ადამიანებში ეს რეაქტოგენულობა ყველაზე ნაკლებადაა გამოხატული. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ის იდეალური ვაქცინაა მათთვის," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system