თავში

რომელი ვაქცინებით დაუშვებენ საქართველოში ბუსტერულ დოზებს - უახლესი ინფორმაცია

რომელი ვაქცინებით დაუშვებენ საქართველოში ბუსტერულ დოზებს - უახლესი ინფორმაცია
რომელი ვაქცინებით დაუშვებენ საქართველოში ბუსტერულ დოზებს - უახლესი ინფორმაცია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში ბუსტერულ დოზად პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინა იქნება დაშვებული, ხოლო შემდეგ მას დაემატება ჩინური წარმოების Sinovac-ი, Sinopharm-ი.

"AstraZeneca-ზე ბუსტერ დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinovac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, ბუსტერ დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია ბუსტერ დოზისთვის. ანუ, ვინც Pfizer გაიკეთა, ისინი ცალსახად აიცრებიან ამავე ვაქცინით, ასევე ისინი, რომლებიც სხვა ვაქცინებით აიცრნენ, აიცრებიან Pfizer-ის ბუსტერით.

თუმცა ჩინეთში ბუსტერ დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinovac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, ბუსტერ დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinovac-ი, Sinopharm-ი,"-განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ. 

მისივე ინფორმაციით, მესამე ანუ ბუსტერული დოზა მნიშვნელოვნად ზრდის იმუნიტეტს და ის კეთდება მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system