თავში

რომელი ვაქცინით შეიძლება დაიწყოს მარტის ბოლოდან ვაქცინაცია - თამარ გაბუნიას განმარტება

რომელი ვაქცინით შეიძლება დაიწყოს მარტის ბოლოდან ვაქცინაცია
რომელი ვაქცინით შეიძლება დაიწყოს მარტის ბოლოდან ვაქცინაცია - თამარ გაბუნიას განმარტება

 საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოდან დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიას განმარტებით, საქართველო "ასტრაზენეკას" ვაქცინას "იუნისეფის" მექანიზმის მეშვეობით ყიდულობს.

"მე ვფიქრობ, მარტის ბოლოდან უკვე რეალურად შეგვეძლება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დავიწყოთ. შესაძლოა, „ფაიზერმაც“ მოგვისწროს მანამდე. აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის დაგვიანება ქვეყნის მზაობის არარსებობას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system