
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მას ვაქცინაცია აპრილის ბოლოს უწევს და შესაძლოა, ის ჩინური ვაქცინით აიცრას.
,,მე დეკემბერში გადავიტანე კორონავირუსი, აპრილის ბოლოს მომიწევს ვაქცინაცია და აუცილებლად ავიცრები. მე იმით არ ავიცრები, რომ სალაპარაკო გავხდე. შეიძლება, ავიცრა სწორედ ჩინური ვაქცინით",- განაცხადა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.