თავში

რომის პაპის სახელმწიფო მდივანი გიორგი გახარიას შეხვდა

​რომის პაპის სახელმწიფო მდივანი გიორგი გახარიას შეხვდა
რომის პაპის სახელმწიფო მდივანი გიორგი გახარიას შეხვდა

რომის პაპის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა. ამის შესახებ მათ შეხვედრაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის აფასებს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად არის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა მაღალ დონეზე ორმხრივი ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა.

როგორც Report.ge-ს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ რომში რელიგიური მეცნიერებები და მიიღონ მუსიკალური განათლება იტალიის წამყვან კონსერვატორებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system