თავში

რომის პაპის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტით იმყოფება

​რომის პაპის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტით იმყოფება
რომის პაპის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტით იმყოფება

პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი საქართველოშია. კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალურ მიღებას თბილისის საკრებულოს შენობაში გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლის მიზანიც ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებისა და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევების განხილვაა.

პაპის სახელმწიფო მდივანი, გორის მიტროპოლიტ ანდრიასთან და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებს ესტუმრება. კარდინალი პიეტრო პაროლინი წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას ეწვევა. მოგვიანებით კი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდება.

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში, ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას ჩაატარებს.

29 დეკემბერს კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს "კარიტასის" დიდუბის ცენტრს ეწვევა, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა განიხილოს მათი საქველმოქმედო საქმიანობის შედეგები. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე – სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.

29 დეკემბერს კარდინალი ასევე ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system