თავში

როცა დემე გაიზრდება ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზი დედიკო ჰყავდა - შატილში გარდაცვლილი ხატია ზაალიშვილის დეიდა

როცა დემე გაიზრდება ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზი დედიკო ჰყავდა - შატილში გარდაცვლილი ხატია ზაალიშვილის დეიდა
როცა დემე გაიზრდება ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზი დედიკო ჰყავდა - შატილში გარდაცვლილი ხატია ზაალიშვილის დეიდა

შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ავარიისას დაღუპული ხატია ზაალიშვილის დეიდა სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპულ დის შვილს ვიდეოს უძღვნის. 

გარდაცვლილის დეიდა წერს, რომ ხატიას გარდაცვალება მოუნელებელი ტკივილია. მისივე თქმით, ხატია ზაალიშვილი ოცნებობდა, რომ მისი შვილისთვის საამაყო დედა ყოფილიყო. 

"დეიდას ხათო, უკვე მეორე დღე დაღამდა შენს გარეშე, შენი ღიმილის, მოფერების და პოზიტივის გარეშე, შენ ხომ გულს მითბობდი, შენ ხომ მეუბნებოდი, მაგარი და წარმატებული დედა უნდა ვიყოო, ხომ გინდოდა, რომ დემეს შენით ეამაყა. ვაიმე, მოგიკვდა დეიდა. ახლა წახვედი და დაგვტოვე გულში დიდი ტკივილით, სევდით და ცრემლებით. რა ვუთხრა შენზე გამწარებულ დედაშენს ან შენზე გაგიჟებულ მამას, დეი ან შენს თავის ტკივილის, შენს ძმას ხომ ასე ეძახდი. რითი ვანუგეშო ისინი, დემე რომ ვაჟკაცი გაიზრდება ვეტყვი, რომ ძალიან ლამაზი დედიკო ჰყავდა, რომელსაც უყვარდა ყველა. მისი გული ათბობდა ყველას და ყველაფერს, ყველაფერს მოვუყვები, დეი. 

ვაიმე, ხალხო, რა მწარე და რა მოუშუშებელი ტკივილია ეს არცერთ თკივილს არ ჰგავს, შენ ჩემი ცხოვრების ნახევარი წამართვი დეი, როგორ გაძლოს შენმა დეიმ უშენოდ, შენი თბილი ხმის გარეშე, შენი ჩახუტების გარეშე, ახლა ვინ დამხვდება დეი, რომ ჩამოვალ ან ვინ გამაცილებს, როცა წამოსვლის დრო იქნება. მოგიკვდა დეიდა შენ, გესმის დეის სულო, გამაგონე ხმა, ჩემო ფერიავ. მითხარი, ხუმრობა იყოო, მითხარი მოგატყუეო, ვაიმე, ხალხო, იქნებ მიშველოთ" - წერს გარდაცვლილის დეიდა. 

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system