თავში

რატიანი: კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი დატოვებს

რატიანი: კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი დატოვებს
რატიანი: კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი დატოვებს

„დღეს მოვიდა უარყოფითი დასკვნა კორონავირუსზე ორ პაციენტზე და ორი პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას“ , – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა. 

მისივე თქმით, ორ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა უმძიმესი იყო. 

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან 54 პაციენტია განკურნებული.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system