თავში

"შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა" - ჩხაიძე

"შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა" - ჩხაიძე
შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა - ჩხაიძე

ყველაზე მთავარია მუტაციის შეფასება. ამ მუტაციას შეიძლება ვირუსოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და კლინიკური გამორჩეული თავისებურება არ ჰქონდეს, -   განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.

" 46 მუტაციაა ჯამში და აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში. ეს არის ის რეგიონი, რომელიც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე. განიხილავს თუ არა მომავალში ჯანმო ამ მუტაციას შეშფოთების კატეგორიად, თუ დარჩება ინტერესის მუტაციების კატეგორიაში, არ გვაქვს ინფორმაცია.

გამოჩნდა უკვე ახალი მუტაცია „ომიკრონის“ ფონზე. შესაძლოა, ეს მუტაცია იყოს უფრო ძლიერი ვიდრე დელტა, თუმცა მას სჭირდება შეფასება. საუბარი იმაზე, რომ „ომიკრონმა“ დაასრულა პანდემია, რა თქმა უნდა, ძალიან ადრეა.

საფრანგეთის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კორონავირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია, არის უპრეცედენტო. დღემდე არსებულ ვირუსს, არცერთს ჰქონია მსგავსი რაოდენობის მუტაცია. ნებისმიერი ტიპის მუტაციის შეფასებისას ჯანმო იყენებს 2 ტიპის კლასიფიკაციას. პირველი, ეს არის ინტერესის მუტაცია - ეს არის ის მუტაცია, რომელსაც არ შეუძლია იყოს უფრო მეტად გადამდები, მძიმე და მასზე ვაქცინები მოქმედებენ კარგად და მეორე, ყველაზე საშიში და სახიფათო.

ამ მუტაციაში 5 ტიპის ვარიანტია შესული: ალფა, ბეტა, გამა, დელტა და „ომიკრონი“. ეს მუტაციები განსხვავდებიან სხვა მუტაციებისგან 3 ძირითადი მახასიათებლით,-  სისწრაფით და იოლად გადამდებლობით, იწვევს საშიშ და მძიმე დაავადებებს, ვაქცინის ეფექტიანობა არის ნაკლები"- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საფრანგეთის ქალაქ მარსელში მედიკოსებმა COVID-19-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system