თავში

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია და ამ ეტაპზე მისი კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. 

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში, ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტს მუცლის ტკივილი და დიარეა აღენიშნებოდა.

ამ დროისათვის, კოვიდინფიცირებული ქალი კლინიკა ,,მედალფაშია" მოთავსებული. მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195 გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system