თავში

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებენ.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, ხოლო მეორეს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

ნიკოლოზ ქარცივაძე ამბობს, რომ კლინიკაში სულ 19 პაციენტი მკურნალობს, აქედან ცხრა კოვიდინფიცირებულია, ხოლო ათი პაციენტი ცხელების ცენტრშია მოთავსებული. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სულ 605-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system