თავში

რუხის საავადმყოფოში ზუგდიდიდან 94 ტესტის პასუხი მიიღეს

რუხის საავადმყოფოში ზუგდიდიდან 94 ტესტის პასუხი მიიღეს
რუხის საავადმყოფოში ზუგდიდიდან 94 ტესტის პასუხი მიიღეს

რუხის საავადმყოფოში ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან 94 ტესტის შედეგი მიიღეს. კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. 

როგორც Report.ge-ს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, COVID-19-ის დიაგნოზით რუხის კლინიკაში ამ ეტაპზე 10 პაციენტი მკურნალობს. აქედან 6 მათგანი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერს მიეკუთვნება, დანარჩენი 4 პაციენტი კი, თეთრიწყაროდან არის.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით რუხის კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

"ეს გახლავთ ხანდაზმული ქალბატონი, ის ტრაილერის მძღოლის დედაა და მას თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. მისი მდგომარეობა 10 პაციენტს შორის ყველაზე საყურადღებოა. რუხის კლინიკაში რამდენიმე პაციენტს ერთ კვირაში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და სავარაუდოდ,  კლინიკას პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, ამ ეტაპზე, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ რუხის კლინიკიდან გამოგზავნილი ნიმუშების ლაბორატორიური კვლევები ტარდება. ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტები დღეს აქ მკურნალობას არ გადიან, თუმცა, დღემდე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს, რომლებმაც კლინიკა მკურნალობის 15-დღიანი კურსის შემდეგ დატოვეს," - უთხრა Report.ge-ს მალხაზ ბასილაიამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვლილია 12 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system