თავში

რურუას მხარდამჭერებმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს

რურუას მხარდამჭერებმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს
რურუას მხარდამჭერებმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს
© ფოტო: tv ფორმულა

,,ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება", - გლდანის მე-8 დაწესებულებასთან გიორგი რურუას მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა აქცია გამართეს. ისინი ციხესთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც რურუაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. 

აქციის მონაწილეებმა ციხის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვით, გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. 

მხარდამჭერები და თანამოაზრეები რურუას მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. 

ცნობისთვის, ციხეში, გიორგი რურუას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაავრცელა.

აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system